ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება

ამერიკული არხ CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. მედიის ცნობით, უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

 

შემდეგ დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მას შეუძლია აშშ-ში დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის.