იმერეთში მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი ჩაკეტილია

დიდთოვლობას ამ დრომდე ებრძვიან იმერეთში. თოვლია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები.

ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა.

 

პრობლემების ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 790 აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 237 აბონენტს.

 

მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.