საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს არის იუნკერების ხსენების დღე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, მათი გმირობის შესახებ ხსოვნა მომავალ თაობებს გადავცეთ. ასეთი ადამიანების გმირობამ მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.