კასპის მუნიციპალიტეტში შვილიშვილმა ბებია მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.

ბრალდებული – 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია.როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მამაკაცმა 80 წელს გადაცილებულ ქალს სასიკვდილო ჭრილობა „ნაჯახით“ მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.