პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართება

ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართება.

BBC-ის ინფორმაციით, საგანგებო სამიტის მოწვევის წინაპირობა ტრამპის წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადება გახდა, რომლის თქმითაც, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკა ევროპას არ ჩართავს. ასევე, განიხილება უკრაინის მხარდაჭერის და ევროპის უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და დანიის ლიდერები, ასევე – NATO-ს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.