ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
ზურაბიშვილის თქმით, რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება.
“ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად.“ტიტუშკების“ ხროვამ კვლავ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, თავსა და სახეებში ცემა, დაპატიმრებები, მაგრამ პროტესტი გრძელდება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.