სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში ძლიერ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში ძლიერი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი დაშავდა, – იუწყება Reuters-ი.

ხანძარი სასტუმროში გაჩნდა, რომლის მშენებლობაზეც ასი კაცი იყო დასაქმებული. 14 ადამიანის ევაკუაციისთვის მაშველებს ვერტმფრენის გამოყენება დასჭირდათ, რადგან ისინი ხანძარს შენობის სახურავზე ემალებოდნენ.

ხანძრის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი ორგანოები ყველანაირ რესურსს იყენებენ. ბოლო მონაცემებით, ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 352 მეხანძრე-მაშველია ჩართული.