საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

Screenshot

უწყვეტი საპროტესტო აქციების 67-ე დღეს 31 ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

აქციაზე დაკავებულებიდან ხუთს დაკავების შემდეგ ცემის გამო ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებით გადაყვანილები არიან ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე. 

 კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ასევე “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.

არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. დააკავეს ასევე პარტია “ახლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე ნიკა მელია. მელია ამ დროისთვის თავისუფალია.