საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთის შორის მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია.

შეხვედრა ანგარიშით 32-62 დასრულდა.

მატჩი მადრიდში მიმდინარეობდა.

შედეგად, „ბორჯღალოსნებმა“ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და თასის ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს