აშშ-ში ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უბანში მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.
ისინი აშშ-დან მექსიკაში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, 6-ვე დაღუპულია.
“ამ დროისთვის, ჩვენ ვერ დავადასტურებთ გადარჩენილებს”, – თქვა საჰაერო სასწრაფო დახმარების კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.