პარლამენტში 49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი “ნაცი“. ვნახოთ, რას გააკეთებენ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“მანდატების შეწყვეტას რაც შეეხება, 49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი “ნაცი“ პარლამენტში, ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ.
ზუსტად ის არის, რაც, საბოლოო ჯამში, საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით, რომ ერთ მდინარეში მეორეჯერ არავინ შედის, ამათ გადაწყვიტეს, მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ საკუთარი ქცევით.
ერთადერთი, რაც შემაწუხებელია, რომ 12 “ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში, ამიტომ თუ გადაწყვეტენ, რომ დატოვონ პარლამენტი, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად. გახარია “ნაცს“ ვის ეძახის? სადაც “ქართულ ოცნებას“ უწოდა “ნაცი“, იქ სტაჟიანმა “ნაცებმა“ რომ მოსთხოვეს, აიღო ის ბანერი. ერთი ჩვეულებრივი დაჯგუფებაა, ჩანს უკვე, ამ დაჯგუფების ნაწილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.