ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, სამგორის, გოგოლის, ჭყონდიდელის, ზედგენიძის ქუჩებზე. 15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილი ქუჩაზე.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლულეთი, წვერი, დრე, დიდგორი, ღვევი, პირველი შამთა, ვანათი, ორბეთი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კოდა, მუხათი, ღოუბანი, ბორბალო, ვაშლოვანი, ერტისი.
13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტს სოფლებში გამარჯვება, ყარაჯალარი, ფოლადაანთკარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.