ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ლაიენი მადლობას უხდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს „საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის“.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს.
მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე.
მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე,” – წერს ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ-დან მას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრებიან. კონფერენციას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.