ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ლერმონტოვის, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა თამარისი, ცურტავი, მუღანლო, ფარისი, ნახიდური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფელბში;
02:00-დან 03:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-8 მიკრორაიონის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.