27 თებერვალს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ქუთაისის, მე-8 მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;

11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, სოგუთლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში ლერმონტოვის, რუსთაველის, სვერდლოვის და მიმდებარე ქუჩებზე;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, დაბა კაზრეთი, ბალახაური, ხიდისყური, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.