აშშ უარს ამბობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციის პროექტის თანასპონსორობაზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მზარდ განხეთქილებას ასახავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო, გმობს რუსეთის აგრესიას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას „უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
„წინა წლებში, აშშ მუდმივად იყო ასეთი რეზოლუციების თანასპონსორი“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ