გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი, (საფრთხის დონე მაღალი)“, – აცხადებენ სააგენტოში.უამინდობის გამო ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების გაწმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი.