აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას თეთრის სახლი ავრცელებს.
„მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვთვლი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, შექმნილი რომის სტატუტზე დაყრდნობით, გადადგა უკანონო და უსაფუძვლო ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ამერიკისა და მისი ახლო მოკავშირის, ისრაელის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.
როგორც ტრამპი განმარტავს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკანონოდ დაიწყო აშშ-ის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება და აგრეთვე 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ეს ხდება მაშინ, როცა არც აშშ, არც ისრაელი რომის სტატუტის წევრი არ არის.
ბრძანება გულისხმობს ფინანსურ და სავიზო სანქციებს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც ხელს უწყობენ გამოძიებებს აშშ-ის მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ