პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა.

​პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახა ოქროჯანაშვილის დანიშვნის ბრძანებას 30 იანვარს მოაწერა ხელი.

​კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.