10 თებერვალს,რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა.

გავრცელებული ინფრომაციით, დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დაკავებულებს შორისაა გახარია საქართველოსთვის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.