სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა. 26 ადამიანი დაშავებულია, აქედან 12 მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხან დოკ სუმ ტყის ხანძრებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი სტიქიური მოვლენა უწოდა.
ხანძრების გამო დახურულია სკოლები. ხელისუფლება იძულებული გახდა 2 000-ზე მეტი პატიმრის ევაკუაცია მოეხდინა.
ძლიერი ქარი მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ლიკვიდაციაში უშლის ხელს. ხანძრის ქრობის პროცესში ათასობით მეხანძრე და 5 000-მდე სამხედროა ჩართული.