აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა.
უამინდობის გამო 200 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისისიპის გუბერნატორმა, ტეიტ რივზმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 29 კი – დაშავებულია.
ABC NEWS-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა შტატს 40-ზე მეტმა ტორნადომ დაარტყა და უამინდობის საფრთხე კვლავ მაღალია.