ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლიც და ქვეითიც ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი მოქმედი პოლიციელი იყო.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.