გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში 24 საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში მიწისზედა მომსახურებისა და ავიაციის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და საჯარო მოსამსახურეების 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო.

გაფიცვა გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებს შეეხება – ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტის, კიოლნის/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინ-ბრანდენბურგისა და ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტებს.

გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის (ADV) ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 3 400 ფრენა გაუქმდება, რაც 510 000 მგზავრის გეგმებზე აისახება.