ევროკომისიამ თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა

JPG resized with https://ezgif.com/resize

ევროკომისიამ თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, რომ თურქეთი დარჩეს ევროპასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს მოითხოვს დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მკაფიო ერთგულებას“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, გიიომ მერსიემ.

თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავეს.