მეტეხის ხიდთან, სადაც ავტომობილი ჩავარდა, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეტეხის ხიდთან, სადაც ავტომობილი ჩავარდა, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ავტომობილი მდინარე მტკვრიდან ცოტახნის წინ ამოიყვანეს – დაღუპული, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლია.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს. მისივე თქმით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია.