მთაწმინდის პარკის ავტოსადგომთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი პირი კვლავ კლინიკაში იმყოფება.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა,დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი.
შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.