მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს, ბანგკოკში კი მსხვერპლი 17-მდე გაიზარდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაკარგულად ითვლება.

 

სამაშველო სამუშაოებს მაძებარი ძაღლებისა და რობოტების დახმარებით აწარმოებენ.

 

რაც შეეხება მიანმარს, სადაც მიწისძვრამ მასობრივი განადგურება გამოიწვია, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს.

 

შეგახსენებთ, პარასკევს მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია