ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა

ლას-ვეგასში ,,UFC Fight Night 254″-ის ღონისძიების ფარგლებში საშუალო წონით კატეგორიაში ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ოქტაგონზე იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა. ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეყილებით გაიმარჯვა.

 

მებრძოლები ერთმანეთს 2023 წელსაც შეხვდნენ, მაშინ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად იტალიელი დასახელდა. შარშან რომან დოლიძემ ,,UFC 303″-ზე ენტონი სმიტს, ,,UFC 307″-ზე კი კევინ ჰოლანდს სძლია. ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 18 ბრძოლიდან 15 მოიგო, სამი კი დათმო.

 

თებერვალში ,,UFC 312″-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლა მოიგო. მან ოქტაგონზე ახალზელანდიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა ილია თოფურია. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. შარშან სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა მერაბ დვალიშვილიც. ის ჩემპიონის ქამრისთვის ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის დაუპირისპირდა. ორივე ქართველმა მებრძოლმა ქამარი წარმატებით დაიცვა.