19 მარტს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროემერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 მარტს 11:30-დან 18:30
საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ზემო და ქვემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი,
უსეინქენდი, ახალი გოდაგდაგი, ახა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი,
ვანათი, ქვემო და ზემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში, ქ.
ბოლნისში მაშავერას, ათონის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:00-დან 11:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, პუშკინის,
ჟორდანიას ქუჩებზე. 11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს ყიზილაჯლოში.

12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიდიპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი,
პირველი და მეორე ქესალო, კაპანახჩი, დიდი მუღანლო, ალგეთი, ქურთლიარი.
16:00-დან 17:30 საათამდე – აბონენტებს არდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა,
მუღანლო, თელეთი, ფონიჭალა, გამარჯვება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.