თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი.

ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურები უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.