რომის პაპს ხვალ დაკრძალავენ

რომის პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ.

წმინდა საყდრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს

რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.