სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მდებარე ახალი სახლი, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.