რუსთავში, N4 და N26 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. მიზეზი ბომბის არსებობის შესახებ მიღებული ცრუ შეტყობინებები გახდა, რის გამოც სკოლის შენობებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობილია,რომ ცრუ შეტყობინებები სკოლების ელექტრონულ ფოსტაზე გაკვეთილების მიმდინარეობისას შევიდა.
რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, შეტყობინებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა გატარდა.