თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ლელოსა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლისა და ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ბრალდების მხარე მის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროკურატურა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.