საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით პროექტის „თავისუფლების თამაშები“-ის ფარგლებში შეჯიბრი მინი ფეხბურთში, კალათბურთში 3X3, მაგიდის ჩოგბურთში და სირბილში გაიმართება ინფორმაციას რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ 2011-2012-2013 წლებში დაბადებული კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.
თავისუფლების თამაშები სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დასრულდება.