რუსთავის სპორტის სასახლემ ჭადრაკში ქვემო ქართლის პირველობას უმასპინძლა

რუსთავის სპორტის სასახლემ ჭადრაკში ქვემო ქართლის პირველობას უმასპინძლა.

 

ტურნირში მონაწილეობა ასამდე სპორტსმენმა 3 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო.

 

გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

პირველი ადგილის მფლობელები საქართველოს ჩემპიონატზე საასპარეზო ლიცენზიას დაეუფლენ.

 

ქვემო ქართლის პირველობა ქვემო ქართლის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და რუსთავის მერიის სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.