ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
ცნობილია,რომ ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა,ხოლო დაშავდა ორი ადამიანი,რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.