17 აპრილს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ალგეთი, კაპანახჩი, წერეთელი, ბეგლიარი, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, საბეჭისი, არსარვანი, თეჯისი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელბში განთიადი, ვარდისუბანი, ტნუსი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-7, მე-14, მე-15, 21-ე მიკრორაიონების კორპუსების ნაწილში, ლეონიზის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.