22 აპრილი დედამიწის დღეა

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს და საზოგადოებას ახსენებს პლანეტის დაცვისა და მოფრთხილების ვალდებულებას. ასევე მთავრობებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის – ჯანსაღი, მდგრადი პლანეტისთვის.

 

წელს დედამიწის დღის თემატიკაა „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა”. თემა ხაზს უსვამს საზოგადოებების, ინდივიდებისა და ერების კოლექტიურ ძალას, რათა დაიცვან და აღადგინონ პლანეტა ქმედითი, მდგრადი გადაწყვეტილებებით.

 

წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განახლებადი ენერგიის გამომუშავების გაძლიერებას და მოიცავს მოწოდებებს მზის, ქარისა და სხვა განახლებად ენერგიებზე სწრაფად გადასვლის თაობაზე.

 

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღნიშნეს, შემდეგ წლებში კი ის გადაიზარდა გლობალურ მოძრაობად და უამრავი ადამიანი შთააგონა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჩვენი პლანეტის დასაცავად.