9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა

9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

 

ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა.