თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ლელოსა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლისა და ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

 

ბრალდების მხარე მის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროკურატურა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.