თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.