ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო

სადგურის მოედანზე არსებულ „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. მოვაჭრეებს ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა, რასაც უკვე დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეებმა ადგილზე განლაგებული რკინის კორიდორიც გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილიდან გამოიყვანა.

 

ბაზრობაზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოპარულია.