საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ქალაქ რუსთავში წყალარინების და წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ქალაქ რუსთავში მიმდინარე წყალარინების და წყალმომარაგების პრობლემებთან და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომპანია GWP-ს წარმომადგენლები, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მერმა, ქალაქში არსებულ განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მხარეებმა იმსჯელეს და დაიგეგმნენ პრობლემური საკითხების დროულად მოგვარებაზე.