ევროკავშირის მხარდაჭერითა და კომპანია LAG-ის აქტიური ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იწყება უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, რომელიც 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ჰარმონიული ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ეს ინიციატივა ხორციელდება CENN ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ- კოვიდ აღდგენისათვის’’, ფარგლებში.
პროექტის მთავარი ამოცანაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული ბავშვებისთვის ადრეული განვითარების მხარდამჭერი სერვისის შექმნა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ამ მიზნით, ცენტრმა უკვე მოახერხა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა,როგორიცაა: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,პერსონალის მაღალკვალიფიციური მომზადება,მშობლების ჩართულობა და ინფორმირება,ასევე საგანმანათლებლო და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. LAG-მა, ასევე უზრუნველყო ცენტრის სივრცის სრულად აღჭურვა საჭირო ტექნიკით, მრავალფეროვანი სათამაშოებითა და კომფორტული ავეჯით, რაც ბავშვებისთვის ხელსაყრელ და განმავითარებელ გარემოს ქმნის.
ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს გადამზადების კურსები, რომლებიც მოიცავდა სკრინინგ ინსტრუმენტის გამოყენებას, ქცევის გამოყენებით ანალიზს და ინტერვენციონისტის ტრენინგებს. ეს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან, რათა მათ მიიღონ ცოდნა ბავშვის ადრეული განვითარების მნიშვნელობისა და მხარდაჭერის მეთოდების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაღის აღმზრდელებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას სკრინინგ-ინსტრუმენტის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების, ასევე, მშობლებთან ბავშვის საჭიროებების ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში. ეს ხელს უწყობს ბავშვთა განვითარების დარღვევების დროულ იდენტიფიცირებას და შესაბამისი დახმარების გაწევას.
ცნობილია,რომ ამ ეტაპზე თეთრიწყაროს ბაღებში მიმდინარეობს სკრინინგი და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბაღში გამოიკვეთება საჭიროება ინტერვეციონისტის ჩართვის, შემუშავდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ინტერვეციონისტი შეადგენს სამუშაო გრაფიკს, რომელიც მოიცავს თვეში 8 ვიზიტს ბავშვთან და თვითონ გადაწყვეტს ინტერვეცია შინ მისვლით სახლში მოხდება თუ ბაღში სადაც ბავშვი სწავლობს ან უშუალოდ დღის ცენტრში.
როგორც ცნობილია 0-3 წლამდე ბავშვებისთვის ინტერვეცია ძირითადად შინ ხდება , 3-7 წლამდე კი ინტერვეციონისტი ინდივიდუალურად თვითონ გადაწყვეტს კონკრეტული ქეისის მიხედვით.
სკრინინგი მიზნად ისახავს ადრეული ჩარევის მექანიზმების დანერგვას, რათა დროულად მოხდეს ბავშვთა განვითარების პოტენციური პრობლემების აღმოჩენა და ბენეფიციარების მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვა,რაც ხელს შეუწყობს სერვისების მდგრადობას და ხელმისაწვდომობას .
როგორც თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მენეჯერი, ნინო ტიკურიშვილი , ჩვენთან საუბარში აღნიშნავს “ცენტრი შეიქმნა ახლად რეაბილიტირებულ, ახალ აშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღის ბაზაზე. ეს სივრცე კონკრეტულად ამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის იქნება გამოყენებული და არ მოხდება კვეთა სხვა ბავშვებთან, რადგან მათთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი”.
პროექტის მენეჯერი განმარტავს რომ ცენტრი გათვლილია 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის და საწყის ეტაპზე 20 ბავშვზე. ასევე გვიყვება,რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაცია და იმედოვნებს, რომ მალე მიიღებენ ოფიციალურ დასტურს ცენტრის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაციის შესახებ. ,,ეს საშუალებას მოგვცემს, ამ ობიექტმა უკვე ოფიციალურად შეძლოს მუშაობა და განავითაროს ეს პროექტი, რათა აღარ მოხდეს თეთრიწყაროში იდენტიფიცირებული ბავშვების სხვა მუნიციპალიტეტებში გადამისამართება.’’ – აცხადებს ტიკურიშვილი.
აღსანიშნავია,რომ ოფიციალური დასტური უზრუნველყოფს ცენტრის გრძელვადიან და სტაბილურ ფუნქციონირებას.
თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულ პროექტს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ცხოვრება.
ცენტრის დირექცია იმედოვნებს რომ ეს ცენტრი გახდება მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი რაც შეცვლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცხოვრებას ჯანსაღი და ბედნიერი განვითარების უზრუნველსაყოფად.
პროექტი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და იცხოვროს ჯანსაღი, ბედნიერი ცხოვრებით მშობლიურ მუნიციპალიტეტში.
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის პროექტის ფარგლებში cenn-მა ქვემო ქართლის რეგიონში განახორციელა ასევე შემდეგი ინიციტივები:
ახალგა ზრდული ცენტრი გარდაბნის მუნიცპალიტეტში,რაც მოიცავს ახალგაზრდების ჩართულობას სოციალური სერვისების მიღებაში.
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომების გაზრდის გზით.
წალკის მუნიციპალიტეტში ,,ერთად რეალური ცვლილებებისათვის” – ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.
,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” დღის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“ – თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი დმანისის მუნიციპალიტეტში.