ქვემო სვანეთში მიწის მასა ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან გამთენიისას ჩამოწვა. მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით – მოქალაქეებმა მანქანიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს.
ამჟამად, ტერიტორიაზე ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ, გზის გახსნა დღის განმავლობაში მოხდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის განცხადებით, მდინარის მატებისა და კლების ტენდენცია ფიქსირდება, ამიტომ საკითხს ფრთხილად უდგებიან, რათა მთაში რაიმე სახის წყლის შეგუბება არ მოხდეს.