ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.

„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 -წლიანი მუშაობის შემდეგ, ვტოვებ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით.

მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში”, – წერს შინჯიკაშვილი.

ცნობილია,რომ ამ ამბავის გასაშუქებლად მისულ TV პირველის გადამღებ ჯგუფს, გადამდგარი ვიცე გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა  ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და გაიტაცა TV პირველის კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი.

“ტვ პირველმა” ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა ამ დრომდე დანაშაულის ადგილზე უწყების წარმომადგენლები არ გამოჩანილან.