კონკლავში ხმის მიცემის უფლების მქონე 133-ვე კარდინალი უკვე რომშია

ვატიკანის ცნობით, 133-ვე კარდინალი, რომელიც ახალი პაპის ასარჩევად საიდუმლო კონკლავში მიიღებს მონაწილეობას, რომში უკვე ჩავიდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

კონკლავი ოთხშაბათს ნაშუადღევს, სიქსტის კაპელის დახურულ ხის კარს მიღმა დაიწყება, სადაც 80 წლამდე ასაკის ყველა კარდინალს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გასულ თვეში გარდაცვლილი პაპის, ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევაში.

მედიის ცნობით, ზოგიერთი კარდინალი ეძებს ახალ პაპს, რომელიც ფრანცისკეს სწრაფვას გააგრძელებს, ზოგი კი ეძებს ისეთ პანტიფიკოსს, რომელიც უფრო ტრადიციულ დოქტრინას დაუბრუნდება.

კონკლავები ხშირად რამდენიმე დღე გრძელდება, კენჭისყრა იმართება მანამ, სანამ კანდიდატი ხმების აუცილებელ სამ მეოთხედს მოიპოვებს, რათა პაპი გახდეს.