26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეროვნული დღესასწაული რუსთავსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.